სპორტი
ზუგდიდელი მოჭადრაკეების წარმატება ეროვნულ ჩემპიონატზე
საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში ზუგდიდელი მოჭადრაკეებისთვის წარმატებით დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა ზუგდიდის "სპორტის განვითარების ცენტრთან" არსებულმა სასპორტო საჭადრაკო სკოლამ მიიღო. გუნდურ ჩათვლაში სამეგრელო თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.




9 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებში საქართველოს ჩემპიონი ნიკოლოზ შამათავა გახდა, ხოლო 13 წლამდელთა შორის მესამე ადგილი გიორგი ნაყოფიამ დაიკავა.

მათ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს, რომელიც რუმინეთის ქალაქ იასიში 21 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

ტურნირი 31 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. გამარჯვებულები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა.





Print