სარეკლამო მასალა
GHGA-ს ფართომაშტაბიანი ტრენინგ პროგამის პრეზენტაზია ზუგდიდის მერიაში ®️
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა, "საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა" და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შორის.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია დაგეგმილი ფართომაშტაბიანი ტრენინგ პროგრამის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ სოფელში ტრენინგებს თხილის მოვლა-მოყვანასთან და წამლობებთან დაკავშირებით. პროგრამის მიზანია ფერმერებისათვის თხილის მოვლის თანამედროვე და ეფექტური მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის, პროექტებისა და პროგრამების შესახებ.

ტრენინგ პროგრამა ხორციელდება აშშ_ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" G-HIP მხარდაჭერით.
Print