სარეკლამო მასალა
ყველაზე მაღალი სარგებელი 12-თვიან ანაბარზე - საუკეთესო შეთავაზება ტერაბანკისგან ®️
მომხმარებლებს, რომლებსაც ანაბრის გახსნა სურთ, შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ახალი შეთავაზებით ისარგებლონ და 12-თვიან დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიიღონ. სიახლე ტერაბანკის ორ პროდუქტზე — ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იგი პორტირების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რომელსაც ამჟამად მომხმარებლებს ქართულ საბანკო სივრცეში მხოლოდ ტერაბანკი სთავაზობს. ახალი პირობების შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სხვა ბანკში გახსნილი დეპოზიტით ტერაბანკში დანაკარგის გარეშე დაპორტირდეს.

პორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მათ ტერაბანკი აუნაზღაურებს. აღნიშნული პირობა 2019 წელს გახნილ დეპოზიტებზე ვრცელდება.

„ეს არის შეთავაზება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თანხა არა მარტო საუკეთესო პირობებით დაზოგონ, არამედ 12-თვიან ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი და დამატებითი საჩუქრებიც მიიღონ. ამავდროულად, დეპოზიტების პორტირება, რომელიც ქართული საბანკო ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული შეთავაზებაა, მათ კიდევ უფრო მეტად მოქნილ არჩევანს სთავაზობს“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

მომხმარებლებს, რომელთა ანაბრის ოდენობა 3,000-დან 10,000-მდე ერთეული იქნება, ტერაბანკისგან საჩუქარად ვიზა კლასიკს გადაეცემათ, ხოლო თუ ანაბრის თანხა 10, 000 ერთეულს გადააჭარბებს, ანაბრის ვადა კი — მინიმუმ 12 თვეს შეადგენს, ისინი უფასოდ ვიზა გოლდს მიიღებენ. ორივე შემთხვევაში მომხმარებლები SMS დიჯიპასიანი ინტერნეტბანკით დასაჩუქრდებიან. შეთავაზებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტერაბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 55 00




Print