კორონავირუსი
სამეგრელოში თვითიზოლაცია 900-მდე ადამიანმა გაიარა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსზე კვლევა 123 პირს ჩაუტარდა. მათგან 94-ს უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, ხოლო 29 პირის პასუხს კი დღეს ელოდებიან.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი რჩება, თვითიზოლაციაში 168 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაცია 899 მოქალაქეს მოეხსნა. 

ამავე ცნობით, ბოლო 24 სააათში, „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 4 პირი დააჯარიმეს.

Print