კორონავირუსი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 47 პირი იმყოფება
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროის მონაცემებით 47 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი რეგიონის მასშტაბით  195 პირი რჩება. 

თვითიზოლაცია მოეხსნა 920 მოქალაქეს.

მათივე ინფორმაციით ამ პერიოდში ჯამში, ეპიდზედამხედველობა განხორციელდა და მიმდინარეობს 1525 პირზე.

ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ მიმდინარეობს ტრაილერის მძღოლის კავშირების დამატებითი ეპიდკვლევა.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გამოკვლეული 56 ბიოლოგიური მასალიდან 24 ეკუთვნოდა ტრაილერის მძღოლის კავშირებს, გამოკვლეული ნიმუშებიდან 3 დადებითია, ერთზე კი მოხდება ხელახალი კვლევა.

უწყების ინფორმაციით, დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება



Print