კორონავირუსი
რუხის კლინიკაში 7 კოვიდდადასტურებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიას ცნობით, გამოჯანმრთელებულებიდან 5 ზუგდიდის მკვიდრია, დანარენი ორი სენაკიდან და აჭარის რეგიონიდანაა.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდდიის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა“,- განმარტა თორიამ.

რეგიონის მასშტაბით, სულ 183 კოვიდინფიციერბულია.

ინფორმაციისთვის, 5 ოქტომბერს რეგიონის მაშტაბით აღებული ბიოლოგიური ნიმუშებიდან, 17 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

Print