კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 8 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 94 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 33 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 22 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 23 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 139 პირი იმყოფება.
Print