კორონავირუსი
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით, 249 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 34-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. 86 წლამდე მამაკაცი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 29 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11, ტყვარჩელის კლინიკაში - 2, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 5 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 576 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 216 პირი, ხოლო 13 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print