კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსიგან 42 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კოვიდცენტრებში 279 პირი მკურნალობს
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსისგან 42 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 279 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 16 პაციენტი, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კლინიკაში 151 კოვიდინფიცირებული არის მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 40 პაციენტი რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პირია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 60 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.

საკარანტინო სივრცეში 12 მოქალაქე იმყოფება.
Print