კორონავირუსი
რუხის კლინიკაში კორონავირუსით სოხუმელი მამაკაცი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდცენტრში 1 პაციენტი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 73 წლის მამაკაცი სოხუმის მკვიდრია. 

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში 138 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობის კურსს, მათგან 59-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Print