ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: აქციის დაშლისას დაშავებულების მკურნალობას უზრუნველვყოფთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ 20 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციიო აქციის დაშლისას დაშავებულების ნებისმიერი სახის მკურნალობას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ სახელმწიფო დააფინანსებს როგორც საზღვარგარეთ მკურნალობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ექიმების ჩამოყვანას.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ძალიან მძიმე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში. დაშავებულები არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები, ძალიან ვწუხვარ ჟურნალისტების ჯანმრთელობის დაზიანების გამო", — განაცხადა ბახტაძემ.

20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას დაშავებული 300-მდე ადამიანიდან რამდენიმე კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათგან ორი მართვით სუნთქვაზეა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში თბილისის დემონსტრაციების ანალოგიური მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)

Print