სარეკლამო მასალა
კომპანია მადერას ავეჯი - გარანტირებული ხარისხი და თანამედროვე დიზაინი (ვიდეო)
საცხოვრებლად უვარგისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალისგან კომპანია „მადერა ჯორჯიაში“ ძვირფასს ავეჯს ამზადებენ. აქ მაგიდაებს, სკამებს, იატაკს, კარებს, ჭაღებს და კედლის დეკორებს მხოლოდ ასეთი მასალისგან აკეთებენ და არ ჭრიან ხეებს. პირველად ავეჯი ისრაელში გაიტანეს, რამაც კომპანიას დიდი გამოცდილება მოუტანა.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ხშირად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში და დაუღალავად მუშაობენ იმისთვის რომ საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრება შეძლოს. 

ვიდეო სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია “ათინათთან” თანამშრომლობით.
Print