Error
ახალი ამბები
საფეხბურთო გუნდი „ზუგდიდი“ თურქეთში ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს
ზუგდიდის "ზუგდიდი" თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდი სატუმრო Kartepee-ში დაბინავდა. სასტუმრო სტამბულიდან 115 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დღეს ზუგდიდელები პირველ ამხანაგურ მატჩს თურქულ გუნდ "ადანასპორტთან" გამართავენ. შეკრებაზე სხვა თურქული გუნდებიც იმყოფებიან, რომლებიც მეორე ლიგაში ასპარეზობენ. სავარაუდოდ, ეს გუნდები იქნებიან "ზუგდიდის" შემდეგი მეტოქეები. სულ "ზუგდიდი" ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - 25, 28, 30 ივლისს და 2 აგვისტოს. ცნობისთვის, გუნდს "ტორპედოდან" დაუბრუნდნენ ზვიად სიხარულია და ნიკოლოზ აფაქიძე.
Print