Error
ახალი ამბები
ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს სამი ქართველი გამოვა
  დღეს ლონდონის ოლიმპიურ არენებზე სამი ქართველი გამოვა - ანა ტატიშვილი ჩოგბურთში ერთეულთა შორის იასპარეზებს, მოგვიანებით კი მაკა ჩახნაშვილთან ერთად წყვილებშიც ითამაშებს. ჩოგბურთელთა ტურნირი თბილისის დროით 14.30-ზე დაიწყება. 30 ივლისს მორიგი მონაწილე ძიუდოში, ნუგზარ ტატალაშვილი (73) კორეელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და ოლიმპიური ვერცხლის მედალოსან კი-ჩუნ ვანგს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს დროით 12:30 საათზე გაიმართება. კორეელი ძიუდოისტი რეიტინგის ლიდერია და ქართველი ძუდოისტი აქამდე ორჯერ დაამარცხა. თუ ტატალაშვილმა თანაქალაქელ შავდათუაშვილის მსგავსად სასწაული შემოგვთავაზა და რევანშის აღება მოახერხა, მომდევნო წრეში უზბეკ რინატ იბრაგიმოვს შეხვდება.
Print