უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 2 გრადუსით დაიკლებს, თუმცა სიცხე კვლავ შენარჩუნდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოიღრუბლება და შესაძლოა იწვიმოს.
როგორც ამინდის ბიუროში აცხადებენ, არამდგრადი ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება, აგვისტოში კი ისევ ძლიერი სიცხეა ნავარაუდევი, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები