ახალი ამბები
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 31 ივლისს 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
81 კგ. წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეჯიბრის 1/32-ფინალში ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს ჩვენი დროით 13:26 სთ-ზე დაუპირისპირდება. 13:40 სთ-ზე ოლიმპიადაში მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე ჩაერთვება. ჩვენებური საკვალიფიკაციო გაცურვის 200-მეტრიან მანძილზე მიიღებს მონაწილეობას. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით კი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ჩვენი დროით 14:30 სთ-ზე შეჯიბრის მეორე წრეში რუს ნადია პეტროვას უნდა შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილის შეხვედრები არაერთხელ გადაიდო და შეწყდა. ამ წყვილში გამარჯვებული ბელარუს ვიტორია აზარენკას (1) და ესპანელ მარია ხოსე მარტინეს-სანჩესს (90) შორის უძლიერესს შეხვდება. რაც შეეხება ქართველ მშვილდოსან ქრისტინე ესებუას, ის 1/32-ფინალში ჩილელ დენისე ვან ლამოენის შეხვდება. როგორც იცით, 30 ივლისს ოლიმპიადის წყვილთა შეჯიბრს ანა ტატიშვილისა და მაკა ჩახნაშვილის დუეტი გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები განვლილი სამი დღის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე 204 ქვეყნას შორის ლიტვასთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად მე-16, მე-18 ადგილებს ინაწილებს. პირველ ადგილზე კი 17 მედლით ჩინეთის ოლიმპიური ნაკრებია.
Print