Error
ახალი ამბები
ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ხორვატი ტიმოსლავ მარიანოვიჩი დაამარცხა
  ქართველმა  ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხორვატი ტიმოსლავ მარიანოვიჩი დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. ჭრიკიშვილი შემდგომ ეტაპზე დღესვე იჭიდავებს და ამერიკელ ტრევის სტივენსს შეხვდება. დღეს ქართველი სპორტსმენებიდან ოლიმპიადაზე მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე ბრასით საკვალიფიკაციო გაცურვას ჩაატარებს. ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი, ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ერთეულთა თანრიგში ჩაერთვება. რიგით მე-2 თამაშში ანა ტატიშვილი რუს ჩოგბურთელს, ნადია პეტროვას დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 14 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. დღესვე, 15:02 საათზე, გაიმართება მშვილდოსანი ქრისტინე ესებუასა და დენისე ვან ლამოენის (ჩილე) შეხვედრა.  
Print