Error
ახალი ამბები
ოლიმპიადას კიდევ ერთი ქართველი გამოეთიშა
ლონდონის ოლიმპიადას კიდევ ერთი ქართველი გამოეთიშა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი 1/8-ფინალში მის აზერბაიჯანელ მეტოქესთან ელმარ გასიმოვთან ბრძოლაში დამარცხდა. ქართველმა 2 გაფრთხილება მიიღო. ეს ოლიმპიურ ტურნირზე ჟორჟოლიანის მეორე პაექრობა იყო.
Print