ლონდონის ოლიმპიადაში დღეს სამი ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება. თბილისის დროით, 12:30 საათზე, ოლიმპიადაზე 1/32 ფინალში, ძიუდოში 100 კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილი წარსდგება ;
13:00 საათზე, 85 კგ. წონით კატეგორიაში ძალოსანი რაულ ცირეკიძე ჩაერთვება;
22:50 საათზე კი მძლეოსნობაში, სიგრძეზე ხტომაში ბოლესლავ სხირტლაძე საკვალიფიკაციო გამოსვლას გამართავს.
ლონდონში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედლის მოპოვება შეძლო. ოლიმპიური ჩემპიონი 66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები