Error
ახალი ამბები
რევაზ ლაშხი ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში რევაზ ლაშხმა თავისი მეორე ორთაბრძოლა გამართა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში რუს მსოფლიოს პრიზიორ ზაურ კურამაგომედოვს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, ორ სეტში გაიმარჯვა, რითაც შეჯიბრის ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ლაშხმა ლონდონში პირველი ორთაბრძოლა ეგვიპტელ საიედ აბდელმონემ ჰამედთან ასევე იოლად მოიგო. ნახევარფინალში ლაშხი აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს დაუპირისპირდება.
Print