ახალი ამბები
რევაზ ლაშხმა საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა . 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 24 წლის ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტი შეხვედრა ირანელ ომიდ ჰაჯი ნოროოზისთან დათმო. რაც შეეხება ვლადიმერ გეგეშიძეს (84 კგ), მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ის ყაზახ დანიალ გაჯიევს დაუპირისპირდა. გადამწყვეტ, მესამე პერიოდში ქართველმა ფალავანმა ილეთის გაკეთება შეძლო და მსაჯებმა 2 ქულაც მიაკუთვნეს, რაც ნიშნავდა, რომ ბრინჯაოც მას რჩებოდა. თუმცა, ყაზახთა გაპროტესტების შემდეგ, მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ქულა გაჯიევს მიაკუთვნეს. საბოლოოდ, გამარჯვებულიც სწორედ ეს უკანასკნელი გამოვიდა. 6 აგვისტოს ოლიმპიადაზე კიდევ ორი ქართველი - ძალოსანი გია მაჭავარიანი და მოჭიდავე გურამ ფერსელიძე გამოდიოდა, თუმცა ორივე მედლის გარეშე დარჩა. ამ დროისთვის ქართველ ოლიმპიელებს ორი მედალი - ვერცხლი და ოქრო აქვთ.
Print