ახალი ამბები
ავარიის გამო დღეს საქართველოს ენერგოსისტემა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო
საქართველოს ელექტროსისტემა ავარიის გამო, დაახლოებით ერთის საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ავარიის გამო თბილისს და რეგიონების ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. დედაქალაქში გათიშული იყო მეტროპოლიტენი, სატელევიზიო ანძა, შუქნიშნები. პრობლემები შეიქმნა რკინიგზაზეც. ავარიის ადგილი და მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თბილისის უბნებსა და საქართველოს რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი   უკვე დაწყებულია.
Print