ახალი ამბები
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები მედლისთვის ბრძოლას განაგრძობენ
ორდღიანი პაუზის შემდეგ დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე მედლისთვის ბრძოლას განაგრძობენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები სადებიუტო ორთაბრძოლას ოლიმპიურ თამაშებზე 16 საათიდან ჩაატარებენ. დიდ ბრიტანეთში დღეს საუკეთესოს ტიტულისთვის 55 და 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოჭიდავეები იასპარეზებენ. ვლადიმერ ხინჩაგაშვილის მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე მუჰამედ იბრაჰიმი იქნება. დავით ხუციშვილი კი მერვედფინალის საგზურის მოპოვებას მონღოლ უნურბათ პურევივთან ბრძოლაში შეეცდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ლონდონში სულ 7 ოქროს მედალი გათამაშდება.
Print