Error
ახალი ამბები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ბოსნიას დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში დღეს ბოსნიას დაუპირისპირდება. ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რადგან სულ მცირე, მეორე ადგილი გარანტირებული ექნება. ბოსნიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს გუნდს 5 მოგება და 1 წაგება მოუგროვდება და ჩასატარებელი 2 შეხვედრა დარჩება. ბოსნიაში გამარჯვების გათვალისწინებით (97:96) გულშემატკივარი დღევანდელ შეხვედრაშიც საქართველოს ნაკრების უპირატესობას ელოდება. საქართველო-ბოსნიის მატჩის ბილეთების უმეტესობა ამ დროისთვის გაყიდულია.
Print