Error
ახალი ამბები
ანტიამერიკული გამოსვლები გრძელდება
ირა­ნი, იემე­ნი, ეგ­ვიპ­ტე, ტუ­ნი­სი, სი­რია, ლი­ბია და ღა­ზას სექ­ტო­რი -ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­რო შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბით. ანტიამერიკული გამოსვლები, "არაბული გაზაფხულის" ქვეყნების პარალელურად, უკვე ევროპის ქალაქებშიც დაიწყო. ლიბანელ შიიტთა დაჯგუფების, "ჰეზბოლას" ლიდერი მიმდევრებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებზე თავდასხმებისკენ და გააქტიურებისაკენ მოუწოდებს. აქციები ამ დროისათვის 20-ზე მეტ ქვეყანას მოედო და მასზე გამოსვლა, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებმა ისლამისტებმა პარასკევს, საღამოს ლოცვის შემდეგ დაგეგმეს. ლონდონი, პარიზი, ანტვერპენი, ამსტერდამი - დემონსტრანტების შეკრების ადგილებია. ქუჩებში მიმდინარეობს 24-საათიანი პატრულირება, რეიდები და საბუთების დეტალური შემოწმება. ვითარება რთულია "არაბული გაზაფხულის" ქვეყნებშიც, საიდანაც ანტიამერიკული პროტესტი დაიწყო. შეკრების ადგილი და პროტესტის ფორმა აქ უცვლელია. ისლამისტების სამიზნე ისევ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის შენობებია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო­ებ­თან შეკ­რე­ბი­ლი გამ­ძ­ვინ­ვა­რე­ბუ­ლი მორ­წ­მუ­ნე­ე­ბის აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლას პო­ლი­ცია რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი­თა და წყლის ჭავ­ლით ცდი­ლობს, ვი­თა­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა. ამჯერად დაპირისპირება პაკისტანში მოხდა, სადაც სამართალდამცველების მცდელობა, აღეკვეთათ საელჩოზე თავდასხმა, მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი დემონსტრანტი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ავღანეთშიც. აქციები მიმდინარეობს თურქეთში, ლიბიაში, ლიბანში და სუდანში.
Print