Error
ახალი ამბები
ლაჰდარ ბრაჰიმიმ არ იცის რა უყოს სირიას
გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი დღის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა- სირია იყო. უშიშროების საბჭო დახურულ კარს მიღმა ბჭობდა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე. ლაჰდარ ბრაჰიმიმ, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, თავისი პირველი მოხსენება გააკეთა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იცის, თუ როგორ უნდა შეაჩეროს ძალადობის ესკალაცია სირიაში. გაეროს მონაცემებით, წელიწადნახევარში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტს, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 20 ათას ადამიანზე მეტი შეეწირა, 250 ათასმა  სირიელმა სხვა ქვეყნებში გაქცევით უშველა თავს. დასავლეთი პრეზიდენტ ბაშარ ასადის დაუყოვნებლივ  გადაყენებას ითხოვს. ოფიციალური დამასკო ამტკიცებს, რომ ებრძვის არა ოპოზიციას, არამედ უცხოეთიდან დაფინანსებულ ტერორისტებს. euronews
Print