Error
ახალი ამბები
ეგვიპტის პრეზიდენტი სირიის ინტერვენციის წინააღმდეგ
გაეროს შტაბ-ბინაში გამოსვლისას, ეგვიპტის პრეზიდენტმა მუხამედ მურსიმ დაადასტურა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება სირიაში საერთაშორისო ძალების შესაძლო შეჭრის მიმართ, რადგან მისი სიტყვებით, ქაირო ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასარეგულირებლად. " ჩვენ უნდა დავიცვათ მოძმე სახელმწიფო, რელიგიური ნიშნისა და რასობრივი დისკრიმინაციის გარეშე და ავარიდოთ ხალხი სამხედრო ინტერვენციის საშიშროებას" - განაცხადა პოლიტიკოსმა. აგვისტოში მურსიმ, თეირანში მიმდინარე სამიტზე განაცხადა, რომ ამბოხება სირიაში მიმართულია „დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ“, რამაც დამასკოში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
Print