
დღეს ვატიკანის პოლიციის ოთხი ოფიცერი ჩვენებას მისცემს პროცესზე, რომელიც რომის პაპის ბენედიქტ XVI კამერდინერის, პაოლო გაბრიელეს საქმეს უკავშირდება. ამ უკანასკნელს ბრალი ედება კონფიდენციალური საბუთების მიტაცებაში.
პოლიციის წარმომადგენლები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა აღმოაჩინეს გასული წლის მაისში, ვატიკანში გაბრიელეს ბინის ჩხრეკისას.
ჩხრეკა რომის პაპის მდივნის ბრძანებით განხორციელდა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ პრესაში გაჟონილი კონფიდენციალური ინფორმაციის წყარო, სწორედ კამერდინერი იყო.
პაოლო გაბრიელე არ სცნობს თავს დამნაშავედ პონტიფიკის მაგიდიდან იმ წერილების მიტაცებაში, რომლებიც , თითქოსდა ვატიკანის კორუფციის მამხილებელ ინფორმაციას შეიცავენ, თუმცა კამერდინერი აღიარებს რომ მან დოკუმენტების ასლები გადაიღო.
მასალის გამოყენების პირობები