Error
ახალი ამბები
აშშ -ში წინასაარჩევნო დებატების პირველი რაუნდი დასრულდა
აშშ-ში, კოლორადოს შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატსა და მოქმედ პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და მის მოწინააღმდეგე მიტ რომნის შორის წინასაარჩევნო დებატები მიმდინარეობს. დებატების პირველმა რაუნმდა ცხარე დისკუსიებით ჩაიარა. ამ ორ კანდიდატს შორის აზრთა სხვადასხვაობა განსაკუთრებით დიდია საგდასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებში. სხვა შიდა პოლიტიკურ პრობლემებთან ერთად ობამა და რომნი ამერიკული ეკონომიკის გაჭიანურებულ აღდგენაზე მსჯელობდნენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ჯერჯერობით, ქვეყნის მასშტაბით , ობამა მცირე უპირატესობით ლიდერობს. გავრცელებული აზრით, თავის სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლას რომნი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუკი დებატების მსვლელობისას თავდაჯერებული და კომპეტენტური იქნება.      
Print