Error
ახალი ამბები
„ალ -შაბაბის“ სომალის კიდევ ერთი ქალაქი დათმეს
სომალის ხელისუფლებისა და აფრიკული კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი ქალაქი აიღეს, რომელსაც „ალ -შაბაბის“ ისლამისტური დაჯგუფების ბოევიკები იკავებდნენ. ქალაქი ვალა ვეინი, რომლიც დედაქალაქ მოგადიშოსაგან 90 კილომეტრშია განლაგებული უომრად იქნა აღებული. კავშირის წარმომადგენლის გენერალ -ლეიტენანტ ენდრიუ გუტის განცხადებით, შეტევის შედეგად „ალ-შაბაბი“ მოწყვეტილ იქნა არაკანონიერი შემოსავლის მორიგ წყაროს. გენერლის სიტყვებით, ქალაქზე სახელმწიფო კონტროლის აღდგენა ხელს შეუწყობს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შემოტანას. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბოევიკებმა ქალაქი-პორტი კისმაიო დატოვეს, რომელიც სომალის ისლამისტების ერთ-ერთი საიმედო საყრდენი იყო. BBC
Print