Error
ახალი ამბები
უგო ჩავესი ისევ პრეზიდენტია
ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები მის გამარჯვებას ზეიმობენ. უგო ჩავესი მეორედ გახდა პრეზიდენტი. ვენესუელას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გამაოცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესის გამარჯვების შესახებ. კვირას ჩატარებულ არჩევნებში ბიულეტენების 90% დათვლის შედეგად გაირკვა, რომ უგო ჩავესმა ხმათა 54,4% მიიღო. 58 წლის პრეზიდენტი ხელისუფლების სათავეში კიდევ 6 წელს დარჩება. ჩავესის მთავარმა მეტოქემ 40 წლის ენრიკე კაპრილესმა ვენესუელელთა ხმების 45% მიიღო. დამკვირვებლების აზრით, ეს არჩევნები ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე რთული აღმოჩნდა უგო ჩავესისათვის. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ოპოზიცია პრეზიდენტს ავტორიტარიზმსა და ზეწოლაში ადანაშაულებდა.   euronews
Print