Error
ახალი ამბები
ევროზონა მუდმივ ანტიკრიზისულ ფონდს აამოქმედებს
ევროზონა დღეს ოფიციალურად აამოქმედებს სტაბილიზაციის ევროპულ მექანიზმს - მუდმივ ანტიკრიზისულ ფონდს. აქამდე არსებული ორგანო - ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდი  - ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა, თუმცა ამას არ ჰქონია მუდმივი ხასიათი. ფონდის თანხის მოცულობამ 700 მილიარდი ევრო უნდა  შეადგინოს, ოპერატიული „დამხმარე“ თანხა - 500 მილიარდი ევრო ქნება და კიდევ 200 მილიარდი ევრო - რეზერვია, გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში. თუმცა, მთელი ეს თანხები ჯერ შესაგროვებელია. გარდა ამისა წევრებს შორის კვლავაც არაა მიღწეული თანხმობა მუშაობის მექანიზმებთან დაკავშირებით. მთავარი სპონსორი — გერმანია, მასთან ერთად ნიდერლანდები და ფინეთი იმ ბანკების რეკაპიტალიზაციის წინააღმდეგ გამოდიან, რომლებმაც უკვე მიიღეს დახმარება სტაბილიზაციის ევროპული მექანიზმის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სქემის მეშვეობით ვარაუდობენ ესპანეთის „გადარჩენას“. მადრიდი ჯერჯერობით დახმარებას არ ითხოვს და საკუთარი ძალების იმედად რჩება. თუმცა ეკონომიკის «საშინაო» ზომები ესპანელებს  ნაკლებად აკმაყოფილებთ.
Print