Error
ახალი ამბები
ანქვაბმა უგო ჩავესს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ანქვაბმა უგო ჩავესისათვის გაგზავნილ მილოცვაში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია აფხაზეთსა და ვენესუელას შორის მრავალმხრივი მეგობრული კავშირების შემდგომ განმტკიცებაში, ასევე დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი პატივისცემა ვენესუელას პრეზიდენტის მიმართ და იგი აფხაზეთში მიიწვია. შეგახსენებთ, ვენესუელას პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ გაიმარჯვა. 58 წლის ჩავესი პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ექვს წელს დარჩება. უგო ჩავესის მთავარმა მოწინააღმდეგემ 40 წლის ენრიკე კაპრილეს-რადონსკიმ, რომელიც არჩევნებში კენჭს ბლოკ "დემოკრატიული ერთობის" სახელით იყრიდა, დამარცხება აღიარა.   apsnypress
Print