Error
ახალი ამბები
ირაკლი ალასანია ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ავღანეთში   ქართველი ჯარისკაცის მინდია აბაშიძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს. "ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის, მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური, კაპრალი აბაშიძე ავაღანეთში ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების სტაბილური და მშვიდობინი მომავლისთვის იბრძოდა. დაღუპულის ოჯახს და თანამებრძოლებს ვუსამძიმრებ", - აცხადებს ალასანია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ავღანეთში  ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი მინდია აბაშიძე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010 - 2011 წლებშიც მონაწილეობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს", - ნათქვამია განცხადებაში.  
Print