Error
ახალი ამბები
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ევროკავშირს მიანიჭეს
წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატად ევროკავშირი დასახელდა. პრემია მინიჭებულ იქნა „ევროპის გაერთიანებაში შეტანილი ისტორიული წვლილისათვის“. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულის საფუძველი ევროპაში მდგომარეობის სტაბილიზაცია და კონტინენტზე ახალი ომების თავიდან აცილებაში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილი გახდა. 2012 წლის პრემიაზე მშვიდობის დარგში ორასამდე პრეტენდენტი იყო დასახელებული. მათ შორის იყვნენ  WikiLeaks –ს დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, აშშ–ის  ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, უკარაინის ექს–პრემიერი იულია ტიმოშენკო. რადიოსადგურ "Эхо Москвы" –ს მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი. შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემიის დაარსება შვედი გამომგონებლის ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. პირველი პრემია მშვიდობის დარგში 1901 წელს დააწესეს.   interfax
Print