Error
ახალი ამბები
თალიბების მიერ დაჭრილ გოგონას დიდ ბრიტანეთში უმკურნალებენ
14  წლის სამოქალაქო აქტივისტი პაკისტანიდან, მალალა იუსაფზაი, რომელიც თალიბებმა დაჭრეს, დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს სამკურნალოდ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძიმედ დაჭრილი გოგონას მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მალალას გასულ სამშაბათს დაესხნენ თავს, როდესაც ის სკოლიდან ბრუნდებოდა. თალიბების მიერ ნასროლი ერთი ტყვია გოგონას თავში მოხვდა. ამ დროისათვის დაკავებულია თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხამდე პიროვნება. პაკისტანელი მოზარდი 11 წლიდან ინტერნეტ–ბლოგს აწარმოებდა, რომელშიც თალიბების წინააღმდეგ გამოდიოდა და განათლებაზე გოგონების უფლებისათვის იბრძოდა.   bbc
Print