Error
ახალი ამბები
ფილპინებზე ხელისუფლებამ და ისლამისტურმა დაჯგუფებამ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ქვეყნის ხელისუფლებამ და უმსხვილესმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, «მო­როს ის­ლა­მუ­რი გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ფრონ­ტi" (MILF) " ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. კონფლიქტი ამ ძალებს შორის 40 წელზე მეტ ხანს გრძელდება და 120 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიღწეული ხელშეკრულებების შედეგად, 2016 წლისთვის ქვეყნის სამხრეთით ახალი ავტონომია შეიქმნება. ეს უმეტესად ქვეყნის მუსულმანური რეგიონი იქნება, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეები არიან. ქვეყნის პრეზიდენტმა ბენინიო აკინიომ აღიარა, რომ მანამდე მსგავსი ავტონომიის შექმნის მცდელობა "ჩავარდნილი ექსპერიმენტი" აღმოჩნდა.   bbc  
Print