
რუსეთის პრეიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი თამბაქოს პროდუქციაზე აქციზების გადასახადის გაზრდის და სიგარეტის რეკლამისა, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის წინადადებით გამოდის. ამ გზით ის მხარს უჭერს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს.
"არამწეველი ადამიანები უბრალოდ მოუთმენლად ელიან მის მიღებას, ხოლო მწეველთა ნაწილი ამას აღიქვამს, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის სურვილისამებრ განკარვის უფლების ხელყოფას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი პასუხობს ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლების ინტერესებს“ , – აღნიშნა რუსეთის პრემიერმა თავის ვიდეობლოგში.
მედვედევმა ასევე სინანული გამოთქვა ქალთა და არასრულწლოვანთა დიდ წილზე, რომელიც მწეველებზე მოდის და აზრი გამოთქვა აქციზების გადასახადების გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავლები ჯანდაცვის საჭიროებებზე დაიხარჯოს.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სიგარეტები და თამბაქოსგან წარმოებული სხვა პროდუქცია უკვე მაისში აღარ გაიყიდება პატარა მაღაზიებში, ასევე მათი განთავსება აიკრძალება ვიტირინებსა და თაროებზე.
მასალის გამოყენების პირობები