Error
ახალი ამბები
შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხს მოზარდები გადაწყვეტენ
შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი შესაძლოა უკვე 2014 წლის შემოდგომაზე გადაწყდეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა დევიდ კემერონმა და შოტლანდიის რეგიონალური მთავრობის პირველმა მინისტრმა ალექს სელმონდმა  ორშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების წესს. სელმონდმა ლონდონი დაითანხმა რეფერენდუმში მონაწილეთა ასაკის მინიმალურამდე დაწევაზე. ამრიგად, შოტლანდიის მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 16 წლის ახალგაზრდებიც შეძლებენ. ჯერ არაა გადაწყვეტილი, ვის კუთვნილებაში დარჩება ნავთობი, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვაში, შოტლანდიის სანაპიროებზე მოიპოვებენ, თუკი შოტლანდია დამოუკიდებელი გახდება. თუმცა ნათელია, რომ ის ლონდონისგან ვეღარ მიიღებს ყოველწლიურ დახმარებას 36 მლიარდი ევროს ოდენობით.    euronews
Print