ოპოზიციონერი, „მარჯვენა ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა სახლიდან გაიყვანეს, სავარაუდოდ–დაკითხვაზე.
დილიდანვე ოპოზიციონერისა და რამდენიმე მისი თანამოაზრის ბინები გაიჩხრიკა.
როგორც საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, მარკინმა განაცხადა, სერგეი უდალცოვისა და „სხვა პირების“ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით.
სადარბაზოდან, უდალცოვი ОМОН–ის ნიღბებიანი თანამშრომლების თანხლებით გამოვიდა.
"ეს რეპრესიების ახალი ტალღაა“, - გასძახა იქვე მყოფ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს უდალცოვმა – „ეს ხელისუფლების პასუხია ჩვენს აქტიურობაზე“, – დასძინა მან.
პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც უდალცოვი გამოჰყავდათ, არ უთხრეს ჟურნალისტებს, დაპატიმრებულია თუ არა ოპოზიციონერი.
BBC
მასალის გამოყენების პირობები