Error
ახალი ამბები
გაუჩინარებული რუსი ოპოზიციონერი დაპატიმრებული აღმოჩნდა
რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ლეონიდ რაზვოჟაევი, უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, მოსკოვის სასამართლოში კვირას იქნა მიყვანილი და მას ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით. კრემლის ცნობილი კრიტიკოსი, დუმის დეპუტატი პარტიისგან „Справедливая Россия", ილია პონომარიოვი, რომელსაც რაზვოჟაევის თანაშემწის სტატუსი ჰქონდა, ამტკიცებდა, რომ ოპოზიციონერი უცნობმა პირებმა კიევში, კვირას გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისთან დააკავეს. პარასკევიდან რუსეთში რაზვოჟაევი ფედერალურ, თუმცა არა საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა. მისი დაპატიმრების ფაქტზე რუსეთის ხელისუფლება ჯარ კომენტარს არ აკეთებს. BBC
Print