Error
ახალი ამბები
„თურქეთის ხელისუფლება ჟურნალისტებზე ზეწოლას ახორციელებს“ - უფლებადამცველები
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ თურქეთში სისტემატურად ირღვევა ჟურნალისტთა უფლებები. ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თურქეთის ხელისუფლება სხვადასხვა ფაქტების დამალვის მიზნით, ხშირად ახორციელებს ზეწოლას ჟურნალისტებზე, დაშინებითა და სამართლებრივი დევნის მუქარით. ამჟამად თურქეთის ციხეებში 76 ჟურნალისტია – უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს ნაბისმიერ ქვეყანაში. მათი უმრავლესობა –ქურთები არიან.   BBC
Print