ახალი ამბები
ნობელის პრემია ფრანგმა მწერალმა მიიღო
ფრანგი მწერალი პატრიკ მოდიანო 2014 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, 69 წლის ფრანგი მწერალი პატრიკ მოდიანო გახდა. ჰოლოკოსტის თემაზე დაწერილი რომანებისთვის პატრიკ მოდიანო, რომელმაც მოღვაწეობა 1968 წელს დაიწყო, 8 მილიონ შვედურ კრონს (1,1 მლნ დოლარს) მიიღებს. 1978 წელს მწერალმა რომანისთვის "ბნელი ჯიხურების ქუჩა" გონკურის პრემია მიიღო. ჰოლოკოსტის თემა აქტუალურია ავტორის ოჯახისთვის: ლიტერატორის მამა ებრაული წარმოშობის იტალიელი იყო, რომელმაც თავისი მომავალი მეუღლე გერმანელების მიერ ოკუპირებულ პარიზში გაიცნო.
Print