ნატოში რუსეთის მუდმივ წარმოდგენლად ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო დაინიშნა, ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის საიტი ავრცელებს. გრუშკო ამ პოსტზე დიმიტრი როგოზინს შეცვლის, რომელიც გასულ წელს ვიცე–პრემიერად დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრ გრუშკო საერთო ევროპულ და ევროატლანტიკური ორგანიზაციების საკითხებს კურირებდა.
მასალის გამოყენების პირობები