Error
ახალი ამბები
ირანი ნავთობის ექსპორტის შეწყვეტით იმუქრება
თეირანი შეწყვეტს ნავთობის ექსპორტს, თუკი მის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება დაწესებული, – განაცხადა ნავთობის მინისტრმა როსტამ კასემიმ. „ირანული ნავთობის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს“,–აღნიშნა კასემიმ. მინისტრმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირანში ნავთობის მოპოვება დღეში 2,7 მილიონ ბარელამდე შემცირდა. ნავთობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი ყოველდღიურად 4 მლნ ბარელ ნავთობს აწარმოებს. " მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს ირანული ნავთობის ექსპორტს, ქვეყანაში „შავი ოქროს“ მოპოვება მთელი სიმძლავრით მიმდინარეობს", - აღნიშნა კასემიმ.
Print