Error
ახალი ამბები
ისარაელი და ხამასი დროებით ზავზე შეთანხმდნენ
თელ–ავივმა და ღაზას სექტორის მმართველმა ორგანიზაციამ ხამასმა ეგვიპტის შუამავლობით,  დროებით ზავზე არაოფიციალური შეთანხმება დადეს . შეთანხმების ვადები და პირობები უცნობია. ორშაბათს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებთ 80–ზე მეტი რაკეტა გაუშვეს,  რის შედეგად დაჭრილია არა ნაკლებ 6 ადამიანი. პალესტინელებმა ასევე ააფეთქეს ბომბი, რასაც ისრაელის არმიის ოფიცრის დაჭრა მოჰყვა, ეს უკანასკნელი ღაზას სექტორის მიმდებარე საზღვრის პატრულირებაში მონაწილეობდა. ისრაელის ავიაციამ საპასუხოდ რამდენიმე ავიაიერიში განახორციელა ღაზას სექტორზე, რასაც მოძრაობა ხამასის არანაკლებ 4 წევრი ემსხვერპლა.
Print