Error
ახალი ამბები
ჰააგაში ირანის ტრიბუნალი გაიმართება
დღეს ჰააგაში ირანის ტრიბუნალი იხსნება, რომელიც შეისწავლის სავარაუდო ფარული წამების მტკიცებულებებს, რომელიც  1980–იან წლებში, 20 ათასამდე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრის მიმართ განხორციელდა. ამასთან ტრიბუნალის შემქმნელი ინიციატორი–უფლებადამცველების განცხადებით, მას არ ექნება იურიდიული ძალა, თუმცა ისინი ეცდებიან ზეგავლენა მოახდინონ მორალური ნორმების თვალსაზრისით. ისინი ბრალს სდებენ ირანის რეჟიმს, დისიდენტების გატაცებაში, მათ სასტიკად წამებასა და სიკვდილით დასჯაში. ტრიბუნალის მიზანია - დაარწმუნოს ოფიციალური ორგანოები აღნიშნული მკვლელობების უკან მდგარი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაში. მას შემდეგ, რაც  1988 წელს გაერომ მოუწოდა ზავისკენ, რომელმაც დაასრულა ომი ირანსა და ერაყს შორის, აიათოლას სულიერმა ლიდერმა ჰომეინმა შექმნა ე.წ "სიკვდილის კომიტეტები", რომელნიც უფლებამოსილნი იყვნენ დაესაჯა ნებისმიერი ღვთის მოწინააღმდეგე. ირანი უარყოფს რომელიმე საერთაშორისო კანონის დარღვევას.  
Print