Error
ახალი ამბები
FEMEN–ის აქტივისტი „ალ–ჯაზირას“ პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა
ქალთა მოძრაობა FEMEN France–ის ლიდერმა ინა შევჩენკომ „შუასაუკუნეობრივი ცრურწმენების“ გასაპროტესტებლად ტოპ–ლეს დემონსტრაცია არაბულ ტელევიზია „ალ ჯაზირას“ პირდაპირ ეთერში მოაწყო. როგორ მოძრაობის პრეს–რელიზი იტყობინება, საღამოს პროგრამის The Stream მსვლელობისას, სადაც განიხილებოდა ფემინიზმის და ისლამის ურთიერთდამოკიდებულება, წამყვანის კითხვაზე, „რა არის უკეთესი ქალისთვის: სიშიშვლე თუ ფარანჯა", შევჩენკომ პასუხის ნაცვლად მაისური გაიხადა. "ამით მან შიშველი ქალის მიმართ დამოკიდებულებას თავისუფლების ინდიკატორი უწოდა", -  აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში. წამყვანმა აღნიშნა რომ ტელეარხ ალ–ჯაზირას ეთერში მსგავსი რამ დაუშვებელია. FEMEN–ის აქტივისტები აღნიშნავენ, რომ გამოიყენებენ ყველა საინფორმაციო საშუალებას რელიგიური და სხვა სახის შუასაუკუნეობრივი ცრურწმენის ზეგავლენისგან გათავისუფლების პროპაგანდისთვის.
Print