Error
ახალი ამბები
დავით დარახველიძე დევნილთა მიერ სახელმწიფო ობიექტებში შეჭრას “ნაციონალების” ორგანიზებულს უწოდებს
განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ  დევნილების მიერ სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტებში უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბოლო პერიოდის განმავლობაში სამინისტროსთან არსებული საკოორდინაციო საბჭოსა და უწყებათაშორისი კომისიის მიერ ამ ფაქტებს შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ დევნილების შეჭრის პროცესს დაინტერესებული პირები მართავდნენ. აღნიშნა დარახველიძემ, მისივე თქმით ამ ფაქტების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე ეცნობა. "საქართველოს მთავრობა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო შეწუხებულია დევნილთა ფაქტობრივი მძიმე მდგომარეობით, მაგრამ ამავე დროს შეშფოთებულია იმ მოვლენებით, რომელსაც აქვს ადგილი. ამ მოვლენას აქვს უაღრესად ორგანიზებული და მართული ხასიათი. ფიქსირდებიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და ყოფილი კორდინატორები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მართავენ ამ შეჭრებს. იმ ოჯახებს, რომელსაც არ ეკუთვნით და შეიჭრნენ გაფართოების ან ახალი ფართის დაკავების მიზნით, მოუწევთ დაუბრუნდენ თავიან არსებულ ფართებს. ხოლო იმ ოჯახებს, რომელთაც არსად წასავლელი არ აქვთ, სამინისტრო სთავაზობს ალტერნატიულ ფართს. ვინც არ დაემორჩილება ჩემს მიერ გამოცხადებულ პროცედურებს, მათ მიმართ გატარებული იქნება სპეციალური ოპერატიული პროცედურები", - განაცხადა დარახველიძემ.
Print