Error
ახალი ამბები
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაქ ობამამ გაიმარჯვა
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა ბარაქ ობამამ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების ამ დროისათვის არსებული შედეგების მიხედვით, ობამამ ამომრჩეველთა კოლეეგიის 538-წევრიდან 290-ის მხარდაჭერა მიიღო, მიტ რომნიმ კი - 203.  ამერიკაში ამ დროისთვის ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა. უცხოური მედიის ცნობით, ამომრჩეველთა ხმათა რაოდენობით მით რომნი ხმათა მინიმალური რაოდენობით უსწრებს ბარაქ ობამას, თუმცა, აშშ-ის არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ამომრჩეველთა კოლეგიაში ძალთა თანაფარდობას ენიჭება. ობამამ გაიმარჯვა საკვანძო შტატებში - ოჰაიოში, ფლორიდაში, ვირჯინიაში, აიოვაში, ორეგონში და მასაჩუსეტის შტატში. საკანონმდებლო ორგანოში ძალთა თანაფარდობა არ შეიცვლება. "დემოკრატიული პარტია" სენატში უმრავლესობას ინარჩუნებს. წარმომადგენლობით პალატაზე კონტროლს "რესპუბლიკელები" შეინარჩუნებენ. ბარაკ ობამამ Twitter-სა და Facebook-ზე უკვე გადაიხადა მადლობა საკუთარ ამომრჩევლებს. "ეს არის თქვემნი დამსახურება. მადლობა თქვენ. კიდევ ოთხი წელი", - წერს ბარაკ ობამა.
Print